თბილისის კონსერვატორიაში ჩინელი მევიოლინე ქართველ შემსრულებლებთან ერთად დაუკრავს

თბილისის კონსერვატორიაში ჩინელი მევიოლინე ქართველ შემსრულებლებთან ერთად დაუკრავს

თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს ცნობილი ჩინელი მევიოლინე Wang Kiping ჩინელ და ქართველ შემსრულებლებთან ერთად დაუკრავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ GBTIMES Georgia–დან აცნობეს, კონსერვატორიის დიდ სცენაზე ქართულ და მსოფლიო კლასიკის მუსიკალურ ნაწარმოებებს ჩინელი და ქართველი შემსრულებლები ერთად წარმოადგენენ.

კონცერტზე ცნობილი ჩინელი მევიოლინე Wang Kiping და დირიჟორი Qiu Genghua ქართველი მსმენელის წინაშე ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარსდგებიან.

კონცერტი ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 69 წლისთავს, პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ წამოყენებული ინციატივის – „ერთი სარტყელი, ერთი გზის“, 5 წლისა და ჩინეთის გახსნილობის 40 წლისთავს. ღონისძიების ორგანიზატორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო მედია ჰოლდინგ GBTIMES Georgia-თან ერთად.

„კონცერტის მიზანია „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელების წახალისება და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის ხალხთაშორის კავშირების გაფართოება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.