"კვირის პალიტრის" რესპონდენტთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თბილისის საუკეთესო მერი კახა კალაძე იქნება, მეორე ადგილს კი ალექსანდრე ელისაშვილი იკავებს

გაზეთ "კვირის პალიტრის" 24-27 ივლისის გამოკითხვას 398 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით, ვინ იქნება თბილისის საუკეთესო მერი?" შედეგები ასე გამოიყურება:
1. კახა კალაძე 45.5%
2. ალექსანდრე ელისაშვილი 24.6%
3. ზაალ უდუმაშვილი 5.2%
სხვა 12.8%
არავინ 0.7%
მიჭირს პასუხის გაცემა 11.2%

























