მიხეილ გიორგაძე - როგორი მინისტრი ვიქნები, დრო გვიჩვენებს

მიხეილ გიორგაძე - როგორი მინისტრი ვიქნები, დრო გვიჩვენებს

კულტურის ახალი მინისტრი სამსახურებრივ მოვალეობას მას შემდეგ შეუდგება, რაც ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს" დახურავს. ამის შესახებ კულტურის ახალმა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას საკამოდ ბევრი პრობლემა ელოდება სამინისტროში, თუმცა ის მზად არის ბევრი მუშაობისთვის.

,,ხვალინდელი დღე ვთხოვე პრემიერს, რომ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი დავხურო. ორშაბათიდან კი ცხადია, ვივლი უკვე სამსახურში. ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ძალიან ბევრ საკითხს გავეცნო. ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა. შემართებით ვარ და მზად ბევრი მუშაობისთვის. თუ როგორი მინისტრი ვიქნები და რა შედეგებს მოიტანს ეს, დრო გვიჩვენებს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. მთავრობას ნდობა 89 დეპუტატმა გამოუცხადა.