კულტურის სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მემორანდუმი გაფორმდება

კულტურის სამინისტროში ხვალ კულტურის სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში თანამშრომლობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართება კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი გაუძღვება, ღონისძიებას დასწრებიან სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემორანდუმის ფარგლებში, თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები აიღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებას.
მემორანდუმის ფარგლებში საგანმანათლებლო ორგანიზაციები აიღებენ პასუხისმგებლობას მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის სამუშაო შეხვედრებში. ასევე შეიმუშავონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში და გაუზიარონ მათი გამოცდილება სამინისტროს.

























