"თიბისი ბანკის" მიერ გამოცხადებული კონკურსი ახალგაზრდა ჯაზბენდებისათვის დასრულდა

"თიბისი ბანკის" მიერ გამოცხადებული კონკურსი ახალგაზრდა ჯაზბენდებისათვის დასრულდა

ბათუმის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, "თიბისი ბანკის" მიერ გამოცხადებული კონკურსი ახალგაზრდა ჯაზბენდებისათვის დასრულდა.

ბანკის ინფორმაციით, გამოვლინდა გამარჯვებული ბენდი რომლის შემადგენლობაშიც არიან: ვამეხ ხერხეულიძე (ბასი), აჩო ჩხიკვიშვილი (გიტარა) და გიორგი ბერიშვილი (საქსაფონი).

გამარჯვებულ ჯაზბენდს საშუალება მიეცემა, "ჯაზის დღეებზე" "თიბისი ბანკის" ბათუმის ფილიალებში 14-26 ივლისს დაუკრას და ფულადი ანაზღაურება 4 000 ლარის ოდენობით მიიღოს.

გარდა ამისა, "თიბისი ბანკი" გამარჯვებულ ბენდს აძლევს საშუალებას, ჯემ-სეიშენებში მიიღოს მონაწილეობა და ცნობილ მუსიკოსებთან ერთად დაუკრას. ასევე ფესტივალის დღეებში კონცერტების დაწყებამდე გამარჯვებული ბენდი ბულვარშიც დაუკრავს.

"ვფიქრობ, შავი ზღვის ჯაზ ფეტივალი, რომელსაც წელსაც, ტრადიციულად, "თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება, TBC Status წარმოადგენს, არის შანსი ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის, რომ მათ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩნონ საკუთარი შემოქმედება, მიიღონ საკმაოდ კარგი ჰონორარი და დაუკრან მსოფლიოს ცნობილ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, როდესაც კონკურსი წამოვიწყეთ და მოვუწოდეთ ახალგაზრდა ბენდებს, რომ მიეღოთ მასში მონაწილეობა. გამარჯევებული ბენდი პროფესიონალმა ჟიურიმ (კახა კანდელაკი, რეზო კიკნაძე, დინი ვირსალაძე) აარჩია და ის ბათუმის ჯაზფესტივალზე გაემგზავრება, ყოველი კონცერტის დაწყების წინ ღია ცის ქვეშ, ასევე ჩვენს ფილიალებში და ჯემ სეიშენებზე დაუკრავს. ვფქრობ, ეს კარგი შანსია ახალგაზრდა მუსკოსებისათვის", - განაცხადა "თიბისი ბანკის" მედია კომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ.