მსახიობი ანი ჟირადრო გარდაიცვალა

მსახიობი ანი ჟირადრო გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფრანგული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ანი ჟირარდო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

ანი ჟირარდოს კინოდებიუტი იტალიელი კინორეჟისორის ლუკინო ვისკონტის ფილმში ~როკო და მისი ძმები~ შედგა. ჟირარდოს მიღებული აქვს კანისა და ვენეციის კინოფესტივალების პრიზები. ასევე არის საფრანგეთის ნაციონალური კინოპრემია ~სეზარის~ მფლობელი.

ფრანგი კინორეჟისორის კლოდ ლელუშის განცხადებით, ანი ჟირარდო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ბრწყინვალე და საინტერესო მსახიობი იყო. კინოს გარდა ანი ჟირარდოს არაერთი თეატრალური როლიც აქვს შესრულებული.