ოზურგეთში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმი გაიხსნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლზე და დამსახურებაზე ისაუბრა და საქართველო დალოცა.
დიდი ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) 1863 წლის 3 იანვარს (სხვა ვერსიით - 5 ივნისი) დაიბადა.
ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში მუზეუმის გახსნას საქართველოს პატრიარქი ილია II, სამღვდელოების წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

























