ოპოზიციამ და უმრავლესობამ კონსულტაციების ფორმატი და დეტალები შეათანხმა

ოპოზიციამ და უმრავლესობამ კონსულტაციების ფორმატი და დეტალები შეათანხმა

ოპოზიციამ და უმრავლესობამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციების ფორმატი და დეტალები შეათანხმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრა როგორც უმრავლესობამ, ისე ოპოზიციამ კმაყოფილებმა დატოვეს და დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დასაწყისად მიიჩნიეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსულტაციებში მინაწილე პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შემდეგი შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში გაიმართება. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით კონსულტაციებში კი ჩაერთვებიან როგორც კვალიფიციური პარტიები, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ასევე, გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ პარტიების მიერ და კონსენსუსის გზით. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რა ხდება მაშინ, როდესაც კონსენსუსი ვერ ხერხდება. ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას ოთხშაბათის შეხვედრაზე მიიღებენ.

ამას გარდა, კონსულტაციებში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან, რათა პროცესის გამჭვირვალობას ხელი შეუწყონ. ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრები ყოველ ოთხშაბათს გაიმართება.