საქართველოს სხვა ქვეყნებთან სამხედრო სახის ხელშეკრულების დადება მთავრობათა დონეზეც შეეძლება

საქართველოს სხვა ქვეყნებთან სამხედრო სახის ხელშეკრულების დადება როგორც სახელმწიფოთაშორისო, ასევე მთავრობათაშორის შეეძლება.

საქართველოს აღნიშნულ უფლებას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ კანონი მისცემს, რომელიც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა.

კანონპროექტი დეპუტატებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის მოადგილემ, ირაკლი გორდულაძემ წარუდგინა.

როგორც გორდულაძემ განაცხადა, ის ფაქტი, რომ მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო ხელშეკრულებების დადება საქართველოს მხოლოდ სახელმწიფოთაშორის დონეზე შეეძლო, ხშირად უხერხულობას ქმნიდა, ვინაიდან ზოგიერთი ქვეყნები ანალოგიურ ხელშეკრულებებს მხოლოდ მთავრობათა ან უწყებათა შორის დონეზე დებს. ირაკლი გორდულაძის განცხადებით, ახალი კანონპროექტი აღნიშნულ უხერხულობას გამოასწორებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.