"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის და სკოლისთვის მურმან ლებანიძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

"ქრისტიან-დემოკრატები" ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის 88 წლის იუბილეს აღნიშვნას და თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის და სკოლისთვის მისი სახელის მინიჭებას ითხოვენ.
როგორც თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" წევრმა ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოეტის გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგაც კი, მისი სახელი უკვდავყოფისათვის არაფერი გაკეთებულა და ქალაქში არ არის პოეტის სახელობის ქუჩა და არც სხვა ადგილი;
"ჩვენ გონივრულად და გადაუდებელ საქმედ მიგვაჩნია, რომ ქალაქში არსებობდეს მურმან ლებანიძის სახელობის ქუჩა და სკოლა. ამასთან ერთად, ხელისუფლებას ვთხოვთ, წელს მისი იუბილეს აღსანიშნავად გაიმართოს სპეციალური ღონისძიებები", - განაცხადა გაბუნიამ.
"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სთავაზობენ, მურმან ლებანიძის სახელი ეწოდოს 24-ე საჯარო სკოლას და ქალაქის იმ ადგილს, სადაც პოეტი ცხოვრობდა.
2010 წლის 14 ნოემბერს მურმან ლებანიძეს 88 წელი შუსრულდებოდა.

























