სახალხო კრების ინიციატორებმა ზუგდიდელებს 25 ნოემბრის ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს

სახალხო კრების ინიციატორებმა ზუგდიდელებს 25 ნოემბრის ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი ზუგდიდში, კულტურის სახლში მხარდამჭერებს შეხვდა.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ კრების პრესამსახურიდან აცნობეს, ცნობილმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მოხარულია გადავსებული დარბაზის ხილვით იმ რეგიონში, სადაც ხალხის დატერორება ყველაზე უფრო ძლიერია.

გაფრინდაშვილის განცხადებით, ტერორის მიუხედავად, სამეგრელო ყოველთვის იდგა იმ ადგილას, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა და ხერხემლის ფუნქციას ასრულებდა.

ნინო ბურჯანაძემ კი განაცხადა, რომ თუ 25 ნოემბერს ბევრი ხალხი შეიკრიბა და თავისი ნება გამოხატა, ხელისუფლება იძულებული იქნება ამ ნებას დაყაბულდეს.

სიტყვით გამოვიდნენ ეკა ბესელია, ელიზბარ ჯაველიძე, თემურ შაშიაშვილი, გოგი ქავთარაძე, გურამ ფირცხალავა და სხვა.

წარმომადგენლობითი სახალხო კრება 25 ნოემბერს გაიმართება.