ფოთის დრამატულ თეატრში ტობიას როზინკა და ოთარ ეგაძე "მედეას" დადგამენ

ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, გერმანელი რეჟისორი ტობიას როზინკა და ოთარ ეგაძე "მედეას" დადგამენ.
პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ევროკავშირის ფონდის დახმარებით ხორციელდება. სპექტაკლი საგანმანათლებლო ხასიათის იქნება.
თეატრის მმართველის თენგიზ ხუხიას თქმით, სპექტაკლში ითამაშებენ როგორც ფოთელი, ისე სხვა თეატრების მსახიობები. მისი განმარტებით, პროექტი მთლიანად ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ვინაიდან ფოთის თეატრი ევროპული თეატრების ქსელის წევრია.
`ჩვენი დიდი სურვილია, სპექტაკლი დაიდგას თეატრის ახალ შენობაში, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს, არ ვიცით~, - განაცხადა თენგიზ ხუხიამ.

























