ოლეგ ბასილაშვილი - საქართველოში წინსვლა და გაუმჯობესება აშკარაა

საქართველოში წინსვლა და გაუმჯობესება აშკარაა, - ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმადღეს "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვხედავ, რომ გზები ევროპულ დონეზეა დაგებული, ქალაქში არის ელექტროენერგია. ვნახე დევნილთა სახლები. თავისთავად სამწუხაროა, რომ ქვეყანას დევნილები ჰყავს, მაგრამ მათ უმაღლეს დონეზე აშენებული სახლები – თავზე ჭერი აქვთ. ვნახე, რომ ქვეყანაში არის წესრიგი. ის წესრიგი, რომელიც სააკაშვილმა პოლიციაში დაამყარა, სამაგალითოა. ვიცი, რომ ისინი ქრთამს არ იღებენ და მოქალაქეებს მხოლოდ ჯარიმის გადახდა უწევთ", - განაცხადა ბასილაშვილმა.

რუსეთში არსებული დემოკრატიის ხარისხზე საუბრისას კი ბასილაშვილმა განაცხადა, რომ მართალია შედარებით დაბალ დონეზე, მაგრამ დღევანდელ რუსეთში, 20 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, დემოკრატია მაინც არის.

მსახიობმა მწვავედ გააკრიტიკა რუსული შოუ-ბიზნესიც და აღნიშნა, რომ შოუ-ბიზნესმა კულტურა გადაფარა. "რაკი შოუ-ბიზნესში მილიონებს იხდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს სჭირდება და დაე გადაიხადონ. მაგრამ საშინელება ის არის, რომ ტელევიზიით უგემოვნობის პროპაგანდა მიმდინარეობს", - განაცხადა ოლეგ ბასილაშვილმა.