ოლეგ ბასილაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართველი ხალხის კეთილგანწყობა არ შეცვლილა
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსი ხალხისადმი ქართველი ხალხის კეთილგანწყობა არ შეცვლილა, - ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა დღეს "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორიოს პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, 2008 წლის კონფლიქტს საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე მძიმე კვალი არ დაუტოვებია და მათში შურისძიების სურვილი არ აღუძრავს.
"ქართველები ისეთივე კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან, როგორც ადრე. ქუჩაში მცნობენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი წამოძახილით მაინც გამოეხატოს ვინმეს უარყოფითი დამოკიდებულება. ეს კი იმის ნიშანია, რომ ქართველები დიდი კულტურის ხალხია", - განაცხადა ბასილაშვილმა.
მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მისთვის ძალიან ძვირფასია, რუსეთი კი მისი სამშობლოა, ამდენად რუსეთისა და საქართველოს გაყოფა მისთვის საკუთარი სხეულის ორად გაყოფის ტოლფასია.

























