ჯარედ კუშნერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში, ზამთრის დღესასწაულებამდე, მოხდება.
„სამმხრივი შეხვედრის მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იმის გარკვევა იყო, შევძლებდით თუ არა ტყვეების მასშტაბური ჰუმანიტარული გაცვლის განხორციელებას, რომელიც დღესასწაულებამდე, უახლოეს მომავალში გაიმართება და მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება“, - განაცხადა კუშნერმა პოდკასტ MD Meets-ში.
მისი თქმით, ამ გაცვლის შედეგად ათასობით ადამიანი შეძლებს სახლში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნებას.
25 ნოემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა შესაძლოა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოხდეს.

























