მიხალ შჩერბა - დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს - ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, როდესაც ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ

მიხალ შჩერბა - დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს - ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, როდესაც ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ

საქართველოში ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, მაშინ, როდესაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

„დღეს საქართველოში პროევროპელობა შესაძლოა ციხეში მოხვედრის მიზეზი გახდეს. ირანის რეჟიმთან კავშირი კი, როგორც ჩანს, პრობლემას არ წარმოადგენს. მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხეში იმყოფება, მისი დანაშაული კი ევროპული საქართველოს დასაცავად ბრძოლაა“, - განაცხადა მიხალ შჩერბამ.

მისი თქმით, საქართველოში „ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, მაშინ როდესაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად ფუნქციონირებენ“.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონები ირანულ ფულზე არ ვრცელდება. საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისი პროგრამების 97%-ს კარგავს, ხოლო აშშ-ისა და კანადის მიერ სანქცირებული ირანის ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის კამპუსები საქართველოში თავისუფლად ფუნქციონირებს. საქართველო მოსკოვისა და თეირანის მიმართულებით მიდის და ეს ქართველი ხალხისთვის კატასტროფა, რუსეთის გამარჯვება და ევროკავშირის გეოპოლიტიკური მარცხია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა მიხალ შჩერბამ.