Bloomberg - პოლონეთი ნატო-ს უკრაინის ცაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

Bloomberg - პოლონეთი ნატო-ს უკრაინის ცაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

პოლონეთი ნატო-ს უკრაინის ცაში რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, პოლონეთმა მოკავშირეებს სთხოვა, განიხილონ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობა, როდესაც ისინი ნატო-ს ტერიტორიისკენ მიემართებიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას სამი რუსული X-101 რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

წყაროების ცნობით, ვარშავამ იდეა ორშაბათს, 23 ნოემბერს, ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის დროს წარადგინა. წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა წინადადებას, მაგრამ განხილვას წინასწარი ხასიათი ჰქონდა და არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.