რელიგიის სააგენტო უსამძიმრებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, მიტროპოლიტ აბრაამის გარდაცვალების გამო

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უსამძიმრებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, წმიდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია რელიგიის საკითხთა სააგენტოს სამძიმარის წერილში.
რელიგიის საკითხთა სააგენტოს განმარტებით, მიტროპოლიტი აბრაამი სხვადასხვა წლებში იყო: ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიის ეპისკოპოსი, ჭიათურის ეპარქიის მმართველი, 2002 წლიდან გარდაცვალებამდე - დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი. მიღებული აქვს კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის ეკლესიათა ჯილდოები, წმიდა გიორგის ორდენი. 2008 წლიდან კი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება.

























