Sky News - კოლუმბიაში, შეიარაღებულ პირებს სუპერმარკეტში, სულ მცირე, 20 მძევალი ჰყავთ აყვანილი

კოლუმბიაში, შეიარაღებულ პირებს სუპერმარკეტში, სულ მცირე, 20 მძევალი ჰყავთ აყვანილი, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
შეიარაღებულმა პირებმა მძევლები კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში აიყვანეს.
კოლუმბიის პრეზიდენტის აბელარდო დე ლა ესპრიელიას განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა 10 ადამიანი გაათავისუფლეს, თუმცა სუპერმარკეტში, სულ მცირე, 20 ადამიანი რჩება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები Exito-ს სუპერმარკეტების ქსელის ფილიალში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც საინკასაციო ავტომობილის გატაცება სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ.
„კოლუმბიელ ხალხს გარანტიას ვაძლევ, რომ ამ ადამიანებს გავათავისუფლებთ“, - განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, სუპერმარკეტში ხუთი თავდამსხმელი იმყოფება.

























