პეტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

პეტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინული მედია ავრცელებენ.

კერძოდ, მადიარი უკრაინის ზაკარპატიის ოლქის ქალაქ უჟგოროდში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

“პეტერ მადიართან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში მისი უკრაინაში პირველი ვიზიტი უჟგოროდში დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნის პატივის მიგებით დავიწყეთ. ჩვენ ვაფასებთ ამ პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს,” - წერს ზელენსკი.