ირაკლი კობახიძე - მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე - მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით

საზოგადოებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს ყოველდღიურად სთავაზობენ იმისათვის, რომ ისინი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად იყვნენ აღიარებულები - ეს პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა გარისკეს და რისკის ხარჯზე სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში გაეცემათ მათ პასუხი.

„მე მიხარია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალ მტკიცებულებებს წარადგენენ. საზოგადოებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს ყოველდღიურად სთავაზობენ იმისათვის, რომ ისინი არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად იყვნენ აღიარებულები. თავისთავად ყველაფერი ხელისგულზე დევს და ყველაფერი ძალიან ცხადია. მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოსა და კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები.

მათ მოინდომეს, გარისკეს და რისკი, რა თქმა უნდა, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ბუნებრივია ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. პასუხი ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაეცეს”, - განაცხადა კობახიძემ.