პოლონეთის შეიარაღებული ძალები - უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალები - უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა

უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდა, - ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

„საფრთხის საპასუხოდ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ საჰაერო თავდაცვის სისტემის საჭირო ძალები და საშუალებები მოქმედებაში მოიყვანა. უპილოტო საფრენ აპარატს სამხედრო რადარის სისტემები ფრენის განმავლობაში აკვირდებოდნენ”, - ნათქვამია პოლონეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პოლონეთის სამხედრო ძალებს დრონის ჩამოგდების ნებართვა მიეცათ, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის პოტენციური საფრთხის გამო სამხედროებმა დრონი აღარ ჩამოაგდეს.

„მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენმა აპარატმა კურსი აღმოსავლეთისკენ შეიცვალა, ასევე, ობიექტის ჩამოგდების შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იარაღის გამოყენებისგან თავის შეკავების შესახებ. პოლონეთის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდება საჰაერო სივრცეში არსებულ სიტუაციას, ამასთან, საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები ნებისმიერ საფრთხეზე რეაგირებისთვის მუდმივ მზადყოფნაში არიან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.