რუსული მედია - მურმანსკის ოლქის გუბერნატორი თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, მურმანსკის ოლქის გუბერნატორი თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ვოლკის განცხადებით, მურმანსკის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ჩიბისს ბრალად თაღლითობა, თანხების მითვისება და გაფლანგვა ედება.
მისი თქმით, ჩიბისის დაკავება გზის რეკონსტრუქციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებიდან 39 მილიონი რუბლის მითვისებისა და 1 მილიარდ რუბლზე მეტის გაფლანგვის საქმეს უკავშირდება.
ასევე, ვოლკის ცნობით, გამოძიება უკანონო გადარიცხვებსაც მოიცავს.
ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.

























