დონალდ ტრამპი - აშშ-ის მთავრობას არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჯენსენ ჰუანგმა უკანონო ქმედება ჩაიდინა - ის დიდებული პატრიოტია

NVIDIA-ს დირექტორთა საბჭომ ჯენსენ ჰუანგის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯენსენ ჰუანგის კომპანია NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის თანამდებობებზე აღდგენას.
„ქვეყანას NVIDIA-ში ჯენსენ ჰუანგის მმართველობა სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ამერიკის ეკონომიკის წარმატება და კეთილდღეობა. აშშ-ის მთავრობას არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ჯენსენ ჰუანგის NVIDIA-ში დაბრუნება ეროვნული უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მთავრობას არ აქვს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მან უკანონო ქმედება ჩაიდინა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ასევე, მისი თქმით, ჯენსენ ჰუანგს პირადად იცნობს და ის „დიდებული პატრიოტია“.
„ამასთან, NVIDIA-მ უნდა გააგრძელოს შიდა გამოძიება, კომპანიის მიერ აშშ-ის საექსპორტო კონტროლის წესების დაცვასთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდეს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით კომპანია კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და პატრიოტულ მოვალეობებს ასრულებს“, - აცხადებს ტრამპი.

























