ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს ამნისტია შეეხო

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს ამნისტია გამოუცხადა , - ინფორმაციას გამოცემა El Mundo ავრცელებს.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც კატალონიის ყოფილ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს ამნისტია გამოუცხადა და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმე საბოლოოდ დახურა.
„უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონის მიმართ ამნისტიასთან დაკავშირებით ნებისმიერი პოტენციური სისხლისსამართლებრივი საქმის გაუქმების შესახებ გამოაცხადა“, - ნათქვამია სასამართლოს დადგენილებაში.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პუჩდემონის მიმართ დაპატიმრების ორდერის მოქმედება გააუქმა, რაც პუჩდემონს ქვეყანაში დაბრუნების უფლებას აძლევს.
ესპანეთის პარლამენტმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ კანონი 2024 წელს დაამტკიცა, თუმცა მაშინ უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ გაცემული დაკავების ორდერები ძალაში დატოვა.
კარლეს პუჩდემონი კატალონიის მთავრობას 2016-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წლის 1 ოქტომბერს რეგიონში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის მთავრობამ რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა, ხოლო რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ პუჩდემონი ქვეყნიდან გაიქცა და უკვე 9 წელია უცხოეთში, ძირითადად ბელგიაში, ცხოვრობს.

























