ელენე ხოშტარია - ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას - უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია წინააღმდეგობის ჩვენება

ელენე ხოშტარია - ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას - უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია წინააღმდეგობის ჩვენება

პუტინის გაყუჩება ემთხვევა “ქართული ოცნების” გაყუჩებას და პირიქით. პუტინმა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ჩათვალა, რომ ეს შემოდგომა და მომდევნო წლის დასაწყისი არის მისი დესტრუქციული, აგრესიული მოქმედებებისთვის შესაძლებლობა, რომელიც მოსასწრები აქვს, რადგან ეს ფანჯარა მერე ჩაეკეტება. შესაბამისად, პუტინი და „ქართული ოცნება" დაჩქარებული ტემპით, მათი აზრით, აი, ამ შესაძლებლობის ფანჯარაში ძალიან გააქტიურდნენ და ჩქარობენ. ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

ხოშტარია თავის გზავნილში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიების აკრძალვის განხილვის პროცესებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” დაჩქარებული მოქმედების ციკლის ნაწილი სწორედ პარტიების გაუქმების გარშემო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებია, სადაც “დაჩქარების ტემპი უბრალოდ კომიკურად აქცევს მოსამართლეებს”.

ელენე ხოშტარიას აზრით, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, კონცენტრირება მოახდინოს არსებულ ვითარებაზე და მეტი ძალისხმევა ჩადოს წინააღმდეგობის ბრძოლაში.

“მინდა, გაგიზიაროთ ბრძოლის რა ეტაპზე ვართ, რა გამოწვევები გვაქვს, რა საფრთხეები გველის და რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ალბათ შეამჩნევდით, რომ „რუსული ოცნების“ მოქმედებები ძალიან მკაფიო სინქრონულ კავშირშია პუტინის საერთაშორისო მოქმედებებთან. პუტინის გაყუჩება ემთხვევა “ქართული ოცნების” გაყუჩებას და პირიქით. ეს არც არის გასაკვირი. აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - პუტინმა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური მიზეზების გამო ჩათვალა, რომ ეს შემოდგომა და მომდევნო წლის დასაწყისი არის მისი დესტრუქციული, აგრესიული მოქმედებებისთვის შესაძლებლობა, რომელიც მოსასწრები აქვს, რადგან ეს ფანჯარა მერე ჩაეკეტება. შესაბამისად, პუტინი და „ქართული ოცნება" დაჩქარებული ტემპით, მათი აზრით, აი, ამ შესაძლებლობის ფანჯარაში ძალიან გააქტიურდნენ და ჩქარობენ. ჩვენთან ეს მოქმედება გამოიხატა საგრძნობლად დაჩქარებული მოქმედებების ციკლით. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც დაჩქარების ტემპი უბრალოდ კომიკურად აქცევს მოსამართლეებს. ეს არის ზუსტად ბრიუსელის სამიტის პარალელურად, ხაზგასმით, იქ არწასვლა და მოსკოვთან კონტაქტების გაღრმავება და იქვე ძალიან სწრაფად მოსკოვის ვასალ ბელარუსში მოლაპარაკებების გახსნა და, ბუნებრივია, რომ ყველას გვესმის, რომ საგარეო საქმეთა უწყებებს შორის მაღალ დონეზე მინსკში მოლაპარაკება, ეს არის რუსეთთან ინტეგრაციული პროცესი. ამის პარალელურად, ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში, ანექსიის პროცესები და საერთო სურათში დასავლეთთან მკვეთრად გამოხატული დესტრუქცია და რუსეთთან მკვეთრად გამოხატული დაახლოება.

ზუსტად ამ კონტექსტში არის, რა თქმა უნდა, ეს საკონსტიტუციო სარჩელიც. გარდა იმისა, რომ პირდაპირ რუსული სახელმწიფოსთვის დაწერილი ტექსტები წერია, თავად ოპოზიციის აკრძალვაც ემსახურება რუსეთისთვის გაკეთებულ, მირთმეულ ძღვენს, რომელსაც ეუბნებიან, რომ არა მხოლოდ გავაყალბებთ და ძალაუფლებაში არ მოვუშვებთ, არამედ საქართველოში საერთოდ არ იარსებებს პროდასავლური ოპოზიცია - ამას ემსახურება ეს სარჩელიც.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინიც უკრაინასთან მიმართებაში და ბიძინაც დასავლეთთან და პუტინთან მიმართებაში, ცდილობენ ახალი სტატუს-კვოს ჩამოყალიბებას, რაც, მათი აზრით, სიტუაციის შემდგომ გამყარებაში ბევრად უფრო ძლიერი პოზიციიდან წარმოაჩენს მათ. ეს არის მათი სტრატეგია.

ახლა რეალობაში რა ხდება - რეალობაში არანაირი სერიოზული შესაძლებლობის ფანჯარა რუსეთს არ აქვს. პირიქით, ის სიჩქარე, რომლითაც პუტინი და ივანიშვილი მოქმედებენ, მათ აშკარად აშვებინებს შეცდომებს და ამ შეცდომების გამოყენების შანსი გვეძლევა ჩვენ. ეს შეცდომები კიდევ უფრო ამწიფებს ევროპისა და ამერიკის ძალისხმევის გაერთიანების პერსპექტივას, აძლიერებს ევროპას და აახლოებს დასავლეთის მხრიდან შემდგომი, რუსეთისთვის ბევრად უფრო მტკივნეული ნაბიჯების გადადგმას. ამას ძალიან მალე ვნახავთ.

შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ვკონცენტრირდეთ, კარგად გავიაზროთ, რა ეტაპზე ვართ, არც სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ და არც გამოგვრჩეს ეს მოვლენები და, რაც მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. უფრო კონკრეტულად, რა არის ჩვენი გასაკეთებელი?! პირველი, რაც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი შედეგი ზუსტად, თითქმის არითმეტიკულად პროპორციული იქნება ჩვენი ძალისხმევისა. აი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ, შედეგიც იმის პროპორციული იქნება. მეტი ადამიანი ვიქნებით წინააღმდეგობაში, მეტი იქნება შედეგი. ნაკლები ადამიანი ვიქნებით წინააღმდეგობაში, ნაკლები იქნება შედეგიც, თუმცა შედეგი აუცილებლად იქნება.

რაში მდგომარეობს დღევანდელი წინააღმდეგობა:

  1. ოპოზიციურიპარტიებისალტერნატივისჩვენება - საკონსტიტუციოსასამართლოსპროცესმაოპოზიციისსწორიმოქმედებებისგამოშედეგადმოიტანაოპოზიციისიმალტერნატივისგამოკვეთა, რომელზეცძალიანდიდიხანივნატრობდით, გვინდოდა, გვჭირდებოდა. ესალტერნატივანათელიაქართულისაზოგადოებისთვისაცდადასავლეთისთვისაც. აქძალიანკარგადგამოჩნდაიდეისგარშემოერთობაც, მრავალფეროვნებაცპარტიებსშორისდა, რაცმთავარია, ძლიერიკომპეტენციადაერთგულებასაქართველოსინტერესებისმიმართ. ესარისისშედეგი, რომელიცუკვედამდგარიასაკონსტიტუციოსასამართლოსმხრიდანდარომელიცჩვენიბრძოლისთვისარისძალიანმნიშვნელოვანი.
  2. ჩვენიწინააღმდეგობაამეტაპზე, რათქმაუნდა, მოითხოვსხალხმრავლობას. ხალხმრავლობაარისარაგულისმოფხანისთვის, არამედსტრატეგიულიამოცანისთვის, რომრუსეთისადაივანიშვილისგააქტიურებისფონზე, ყველამდაინახოს, რომივანიშვილმამიზანსვერმიაღწიადავერცქართულიოპოზიციადავერცქართულისაზოგადოებაპუტინსვერმიართვა. ესარისგადამწყვეტი. რაცარუნდაწარმატებულიიყოსივანიშვილიტექნიკურადსაკუთარნაბიჯებში, სანამარსებობსპროტესტშიმყოფიქართულისაზოგადოებადაქართულიპროდასავლურიოპოზიცია, მისიმიზნებიარარისშესრულებული. აქედანგამომდინარე, ხალხმრავლობადღესსტრატეგიულმიზანსწარმოადგენსდაამხალხმრავლობისჩვენებისსაშუალებაჩვენგვექნება 28 ნოემბერსაქციაზე.

გარდა ამისა, წინააღმდეგობის უწყვეტობა და ამ მხრივ შაბათის აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, შაბათის აქცია არ გამორიცხავს, რომ ჩვენ ამ უწყვეტობას კიდევ გარკვეული ელემენტები დავამატოთ, იქნება ეს რეგიონებსა თუ თბილისში. ამაზე კონსულტაციები მეც მაქვს ჩემს კოლეგებთან, რომ შაბათის მარშს დაემატოს სხვა, გარკვეული პროტესტის ელემენტები.

  1. მედიისმხარდაჭერა - დღესმედიისმხარდაჭერაარისარაუბრალოდჩვენგანჩვენთვისძალიანძვირფასიჟურნალისტებისმხარდაჭერა, რასაცთავისთავადიმსახურებენ, არამედსტრატეგიულიამოცანა - სანამარსებობსობიექტურიმედია, ჩვენიმოქმედებებისძალაარისგანუზომლადდიდი. ასევე, სისტემისმხილებისხარისხიარისგანუზომლადუფროდიდი. შესაბამისად, ჩვენარუნდადაგვავიწყდეს, არუნდაშევწყვიტოთმედიების, მათშორის, ფინანსურიმხარდაჭერა.
  2. რათქმაუნდა, ყველაინდივიდუალურიპროტესტითუდაუმორჩილებლობა, როგორიციყოვახოსანაიას, თორნიკერაზმაძისპროტესტი, არისუკიდურესადმნიშვნელოვანი, რადგანჩვენსსაერთოძალისხმევასდიდძალასმატებს. ამიტომ, რისიგაკეთებაცშეგვიძლია, დაესინდივიდუალურადგადასაწყვეტისაკითხია, სულუნდაგვახსოვდეს, რომისგააძლიერებსჩვენსბრძოლას.

და ბოლოს, ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე, რომელშიც დაუშვეს და კიდევ დაუშვებენ არაერთ შეცდომას. უნდა მოვემზადოთ საპასუხო ეტაპისთვის, რომლისთვისაც აუცილებელია ჩვენი წინააღმდეგობის ჩვენება.

ბოლომდე!” - წერს ელენე ხოშტარია.