მეუფე იაკობი პატრიარქ შიო მესამეს - გაგიცანით და ერთგულების და სიყვარულის განსაკუთრებული მადლი და ნიჭი გაქვთ - მიხარია, რომ უწმინდესმა თავიდანვე გამოგარჩიათ!

გაგიცანით და ერთგულების და სიყვარულის განსაკუთრებული მადლი და ნიჭი გაქვთ. მიხარია, რომ უწმინდესმა თავიდანვე გამოგირჩიათ, - ასე მიმართა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, შიო მესამეს მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მას მეგობრობის ნიშნად, პანაღეა გადასცა.
როგორც მიტროპოლიტმა იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღნიშნა, შიო მესამე პატრიარქმა ილია მეორემ „ღვთის შთაგონებით თავიდანვე გამოარჩია“.
„მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს დიდი პატრიარქთან, უწმინდეს ილია მეორესთან ერთად გვიწევდა მსახურება, გაგიცანით და ერთგულების და სიყვარულის განსაკუთრებული მადლი და ნიჭი გაქვთ. მიხარია, რომ უწმინდესმა თავიდანვე გამოგირჩიათ, ღვთის შთაგონებით, რა თქმა უნდა, ეს არ იყო კაცობრივი [გამორჩევა], ზუსტად ამ დღეს, 9 წელი შესრულდა. ამ ტაძართან, უწმინდესის კურთხევით, თქვენ აკურთხეთ ეს ტაძარი. ჩვენც თქვენთან ერთად ვიყავით და როგორ შეიცვალა აქაურობა. მე მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ,დიდი მადლობა გადავუხადო აქ მოღვაწე დედებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

























