ირაკლი ფავლენიშვილი - რუსი ოლიგარქის მცდელობებით ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება, კურსის შეცვლა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ მთავარ მონაპოვარს ვერაფერი უქნა ივანიშვილმა, მენტალურად ვერ გატეხა ქართველი ხალხი

ირაკლი ფავლენიშვილი - რუსი ოლიგარქის მცდელობებით ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება, კურსის შეცვლა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ მთავარ მონაპოვარს ვერაფერი უქნა ივანიშვილმა, მენტალურად ვერ გატეხა ქართველი ხალხი

რუსი ოლიგარქის მცდელობებით ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება, კურსის შეცვლა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ მთავარ მონაპოვარს, მენტალურ გარდაქმნას, მენტალურ რევოლუციას, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცის ჭაობში მყოფი შეუმდგარი სახელმწიფო აქცია ევროპულ სახელმწიფოდ და პირველი ასეთი პრეცედენტი შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამ მიმართულებით ვერაფერი უქნა ივანიშვილმა, მენტალურად ვერ გატეხა ქართველი ხალხი, ვერ გატეხა ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ვარდების რევოლუციის“ 23 წლისთავს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „საქართველომ, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩაატარა უპრეცედენტო რეფორმები და აახდინა ბევრი ქართველი პატრიოტის ნატვრა“.

„გილოცავთ გიორგობას და გილოცავთ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე ნათელი და მნიშვნელოვანი დღის 23 წლის იუბილეს.

ეს არის „ვარდების რევოლუცია“, რომლის შემდეგაც, საქართველომ, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩაატარა უპრეცედენტო რეფორმები და აახდინა ბევრი ქართველი პატრიოტის ნატვრა. ქართული სახელმწიფო ინსტიტუციების შექმნასთან დაკავშირებით, პროაქტიულ წარმატებულ კურსთან დაკავშირებით და წესრიგის და კანონის დამყარებასთან დაკავშირებით საქართველოში. სამწუხაროდ საუკუნეების მანძილზე ეს იყო ქართველი პატრიოტების მიუღწეველი ნატვრა.

რაც შეეხება „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ მიმდინარე ამ დაპირისპირებას და კონტრრევოლუციას, რომელიც რუსმა ოლიგარქმა მოაწყო, რუსი ოლიგარქის მცდელობებით ხდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება, კურსის შეცვლა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ მთავარ მონაპოვარს, მენტალურ გარდაქმნას, მენტალურ რევოლუციას, რომელმაც პოსტსაბჭოთა სივრცის ჭაობში მყოფი შეუმდგარი სახელმწიფო აქცია ევროპულ სახელმწიფოდ და პირველი ასეთი პრეცედენტი შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვერაფერი ვერ უქნა ამ მიმართულებით ივანიშვილმა, მენტალურად ვერ გატეხა ქართველი ხალხი, ვერ გატეხა ქართული საზოგადოება, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მას მცდელობა აქვს, რომ ჩააბეტონოს კონტრრევოლუცია, თუმცა ჩვენი პასუხი უნდა იყოს ქუჩის პროტესტი, ჩვენი პასუხი უნდა იყოს წინააღმდეგობა“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილის თქმით, გლოვის დღეების გამო გადაიდო აქცია, რომელიც სიმბოლურად, „ვარდების რევოლუციის“ 23 წლისთავთან იყო დაკავშირებული, მისივე თქმით, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“, „ვარდების რევოლუციის“ და არა მარტო მათ მხარდამჭერებს.

„თქვენ იცით, რომ გლოვის დღეების გამო გადაიდო 23 ნოემბრის აქცია, რომელიც სიმბოლურად ამ დღესთან იყო დაკავშირებული, ბათუმში უნდა გამართულიყო, თუმცა, 28 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს და მომხრეს და არა მხოლოდ, ასევე „ვარდების რევოლუციის“ იდეალების მომხრეებს და მათ მხარდამჭერებს, მოვუწოდებთ რომ დავიცვათ არა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“, არამედ 9 აპრილის მონაპოვარი. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკური კურსი, გავილაშქროთ ისევ კორუფციის, კრიმინალის და რუსული გავლენის წინააღმდეგ.

ავლაბრის მეტროსთან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იქნება შეკრება 7 საათზე და შემდეგ ყველა ერთად დავიძვრებით თავისუფლების მოედნისკენ, უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და როგორც ერთხელ უკვე დავამარცხეთ ამ ქვეყანაში კრიმინალი და კორუფცია, ისევ ისე დავამარცხებთ რუსულ გავლენას, კრიმინალს და კორუფციას და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამ შეთქმულებას და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ 28 ნოემბერს ვიყოთ ბევრი“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.