ანატოლი გიგაური პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებს

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მსჯავრდებული ანატოლი გიგაური გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, 24 ნოემბერს დატოვებს.
სწორედ ამ დღეს ეწურება მას სასჯელის ვადა. ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

























