გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი მართვის სუნთქვაზე რჩება

ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დილის მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„დღეს დილისთვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და უცვლელად რჩება, კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, სტაბილურობას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის მამაკაცს, სხვა დაზიანებებთან ერთად, სხეულის 87 %-ის დამწვრობა აღენიშნება.
ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.

























