დიმიტრი პესკოვი - სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მალე გაიმართება

უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მალე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„შეხვედრა მალე გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით მისი თარიღი დაზუსტებული არ არის“, - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე კიევის, მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართა.

























