საქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ომბუდსმენი, ასევე, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს უბედური შემთხვევა შეეხო.

სახალხო დამცველი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს და ამ მძიმე წუთებში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მაშველების მიმართ, რომლებიც ურთულეს და საფრთხის შემცველ პირობებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდნენ ადამიანების გადასარჩენად,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.