ემანუელ მაკრონი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ

ვფიქრობ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ხელახლა განხილვას უნდა დავუბრუნდეთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ახლა შესაფერისი მომენტია.
„უკრაინა ძალიან კარგად შეიარაღებული ქვეყანა იქნება, მრავალრიცხოვანი არმიით. ჩვენი ხანგრძლივი უსაფრთხოებისთვის მისი ნატო-ში ყოფნა მიზანშეწონილია“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, რუსეთს მშვიდობის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს.
„თუმცა, შეთანხმებულია, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ სწორი ფორმატი უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპაა. გვესმის, რომ მომავალი კვირები უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

























