თენგო თევზაძე - „ქართული ოცნების“ მხრიდან დაისვა არარელევანტური შეკითხვები, პლენუმიც კი უხერხულში ჩააყენა ამ შეკითხვებმა - ეს არ იყო კითხვები, ეს იყო პოზიცია, როგორ უყურებენ ომის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას გამოიკვეთა, „ქართული ოცნების” პოზიცია, თუ ისინი როგორ უყურებენ ომისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრებმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცენ.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების” პოზიცია, ეს არ იყო კითხვები, ეს იყო პოზიცია, თუ ისინი როგორ უყურებენ ომის საკითხს, ისინი როგორ უყურებენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, მათ არ გაუცნობიერებიათ თუ ვერ გაუცნობიერებიათ, ის რომ პირველ რიგში არის საქართველო და შემდეგ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება.

სრულიად არარელევანტური შეკითხვები იყო, პლენუმიც კი უხერხულში ჩააყენა ამ შეკითხვებმა.

ის შეკითხვები რომელიც დაისვა, ყველა მოპასუხე მხარის მხრიდან იყო სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები და ეს საზოგადოებამ ნახა”,- აცხადებს თენგო თევზაძე.