ირაკლი ფავლენიშვილი - იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო, აუცილებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საცხოვრებელ კორპუსებში 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს

ირაკლი ფავლენიშვილი - იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო, აუცილებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საცხოვრებელ კორპუსებში 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული სახელმწიფო, აუცილებელია, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს - მიღებულია ძალიან ბევრი „შავი ფული“, რომელიც შემდგომში ხმარდება საცხოვრებელ კორპუსებს და რომელსაც ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს იწვევს ქართველების გადაშენებას და საქართველოს დაცლას ქართველებისგან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „შავი ფულით“ შენდება კორპუსები თბილისში ბათუმსა და სხვა ქალაქებში, ამ კორპუსებში კი ძირითადად ცხოვრობენ არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები.

„ოცნების“ რეჟიმი ებრძვის არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ ქართულ ეკლესიასაც. სწორედაც „ოცნების“ ანტიქართული, ანტიეროვნული პოლიტიკის წყალობით, შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება არა მხოლოდ ქართველ ერს, არამედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლსაც. გახშირდა ორკესტრირებული შეტევები პროპაგანდისტების მხრიდან, „ოცნების“ პოლიტიკოსების მხრიდან ქართულ ეკლესიაზე და ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, რადგან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დემოგრაფიულ კატასტროფაზე არის კონკრეტული ციფრები, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წერს დაიბადა 50 000 ადამიანი, „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წელს დაიბადა 38 000 ადამიანი. ეს არის უდიდესი განსხვავება, რაც მათ შორის ასახულია ემიგრაციაზე. ემიგრაცია ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელია.

როდესაც „შავი ფულით“ შენდება კორპუსები თბილისში ბათუმსა და სხვა ქალაქებში, ამ კორპუსებში ძირითადად ცხოვრობენ არაბები, სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები და ახლა კიდევ დაანონსდა მუშა ხელის მასობრივად შემოყვანა ჩინეთიდან, არაბული სახელმწიფოებიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან. გარდა ამისა, ეს უკვე არის ეგზისტენციალური საფრთხე მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ამიტომ, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იმისთვის, რომ გადარჩეს საქართველოს ეროვნული ორგანიზმი და ქართული სახელმწიფო აუცილებელია, რომ ამ საცხოვრებელ კორპუსებში, სახლებში, 20%-ზე მეტის შეძენა არ შეეძლოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, ასეთი პრაქტიკა არსებობს სხვა ქვეყნებშიც. ვიცით, რომ მიღებულია ძალიან ბევრი „შავი ფულია“ „ქოლ-ცენტრების“, სანქციებისგან გვერდის ავლისა და სხვა სქემებიდან და ეს „შავი ფული“ შემდგომში ხმარდება საცხოვრებელ კორპუსებს, რომელსაც ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეს ქართველების გადაშენებას, საქართველოს ქართველებისგან დაცლას იწვევს. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობას“ ეს ინიციატივა აქვს, ექნება სხვა ინიციატივებიც, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ეროვნული ორგანიზმის, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს დაცვისკენ“, -განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა