ანონსი 19 ნოემბერი

19 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმართება შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია -„Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth“.
ღონისძიებას გახსნიან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე დიმიტრიოს რალისი, EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი ტომას კაირისი, IFC-ის მენეჯერი საქართველოში შაბანა ხავარი და GIZ-ის პროექტის დირექტორი ტორბენ ჰაინემანი.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. №29
საკონტაქტო ტელ: 599 952727
19 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის V საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
19 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „ანტიეკლესიური ოცნება და დემოგრაფიული კატასტროფა“.
მის: ვაჟა-ფშაველას #45ა, „ტვ ფორმულას შენობა“, სართული 3
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08
19 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „28 ნოემბრის აქცია“.
მის: მოსე თოიძის #42, პარტიის ოფისი

























