სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ალეკო ელისაშვილს - სამივე ინსტანციაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ სამივე ინსტანცია არ ამოიწურება, იქამდე თქვენ ვერ უნდა მოგიხსენიონ ვერც ერთ დანაშაულში დამნაშავედ!

სამივე ინსტანციაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ სამივე ინსტანცია არ ამოიწურება, მანამდე თქვენ ვერ უნდა მოგიხსენიონ ვერც ერთ დანაშაულში დამნაშავედ, რასაც თქვენ ბრალდების მხარე გიყენებთ, - ასე უპასუხა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებას, სადაც ელისაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის თქმით, ელისაშვილს შეუძლია, ადვოკატების მეშვეობით, საჯაროდ განცხადება გააკეთოს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
„ბატონო ალექსანდრე, თქვენ რა კითხვაც გაქვთ, გიპასუხებთ: - პირველი, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სამივე ინსტანციაში! პირდაპირ ვიტყვი, მე სხვის განცხადებაზე პასუხს ვერ გაგცემთ, და ვერც სხვას დავავალდებულებ. მთავარი ის არის, რომ ჩვენს არ უნდა დავარღვიოთ თქვენი უდანაშაულობა.... სამივე ინსტანციაში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სანამ სამივე ინსტანცია არ ამოიწურება, მანამდე თქვენ ვერ უნდა მოგიხსენიონ ვერც ერთ დანაშაულში დამნაშავედ, რასაც თქვენ ბრალდების მხარე გიყენებთ ეს ერთი. მეორე, საქმე ასევე გაძლევთ შესაძლებლობას, რადგან თქვენ გაამახვილეთ ყურადღება მოქმედ კანონმდებლობაზე ჩვენ ან უნდა გაგამართლოთ მთლიანად, ეს არის ერთი ვარიანტი, მეორე ვარიანტი ან უნდა გადავაკვალიფიციროთ რასაც თქვენ ამბობთ, ან ძალაში უნდა დავტოვოთ, ეს მესამე ვარიანტი. სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ის რასაც თქვენ ამბობთ და გაწუხებთ, შეგიძლიათ თქვენი ადვოკატების მეშვეობით, საჯაროდ განცხადებით გააკეთოთ. დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, ვისკენაც ეს მიემართება.
მე ერთადერთი, რასაც გიდასტურებთ, ნამდვილად უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სამივე ინსტანციაში, როგორც პირველში, ისე მეორეში და მესამეში“, - განაცხადა მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ.
მანამდე ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოში იმის განხილვა მიდის, არის თუ არა ის ტერორისტი და იკითხა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო იტყვის, რომ არანაირი ტერაქტი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა ქონების დაზიანებას.
„რა მინდა გკითხოთ, ორი გაუგებარი ამბავი ხდება ჩემს თავს, პირველი - საკონსტიტუციო სასამართლოში მოგეხსნებათ მიდის განხილვა პარტიების აკრძალვასთან დაკავაშირებით და ერთ-ერთი რაზეც დღეს მიდიოდა განხილვა და მიდის, არის რომ პარტია „ლელო“ უნდა აიკრძალოს იმის გამო, რომ მე ვარ ტერორისტი. ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერაქტი, ჩაიდინა ტერორიზმი და ამიტომ ლელო უნდა აიკრძალოსო. ჯერ ერთი რომ არ ვყოფილვარ ლელოს წევრი არასდროს. თქვენთან რა კითხვა მაქვს და რა არის ჩემთვის გამაოგნებელი ამბავი, მოსარჩელე მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ხომ? იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეც როგორც შემდგარ, დასრულებულ ფაქტს ისე აცხადებს, რომ მე ვარ ტერორისტი და ჩავიდინე ტერაქტი და სარჩელშიც ეს უწერიათ, რომ რახან მე ტერორისტი ვარ უნდა აიკრძალოს პარტია. მოსამართლეებიც საკონსტიტუციო სასამართლოსი, „ლელოს“ ეკითხებიან ელისაშვილი რომ ტერორისტია რატომ არ გაემიჯნეთო. იურისტი არ ვარ, მაგრამ, თუ არსებობს ასეთი რამ, უდანაშაულობის პრეზუმფცია? რას გულისხმობს? რომ სანამ სასამართლოს სამივე ინსტანცია საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, - მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო. სარჩელი როგორ ააგო მმართველმა პარტიამ იმაზე, რაც ჯერ არ არის გადაწყვეტილი? სააპელაციო სასამართლოში ვართ ახლა? ახლა ხომ იმის განხილვა მიდის მე ვარ ტერორისტი თუ არა? ამიკუსი თუ რაღაცა ჰქვია სახალხო დამცველის, ახლა მაგაზე ვმსჯელობთ, პირველმა ინსტანციამ თქვა რომ ტერორისტი ვარ, მე არ ვეთანხმები და აგერ ჩემი ადვოკატები არ ვეთანხმებით რომ მე ჩავიდინე ტერაქტი, მართლა არ მიმაჩნია რომ ტერაქტი ჩავიდინე და იმიტომ ვასაჩივრებ რომ სამართალი ვიპოვო, მე ვამბობ რომ არ ვარ ტერორისტი - სახელმწიფო ამბობს რომ ვარ ტერორისტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გამაოგნებელ კითხვებს სვამენ რომ ტერორისტი ვარ და გაემიჯნეთ ელისაშვილსო. ასეთი რამე როგორ შეიძლება? და თქვენ, სააპელაციოს სასამართლომ რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს რასაც მე ველოდები, მე ველოდები რომ თქვენ იტყვით რომ არ ყოფილა არანაირი ტერაქტი, საქმე დააბრუნოთ საქალაქო სასამართლოში და უთხრათ რომ არ ყოფილა არანაირი ტერორიზმი, არ არის ტერორისტი ელისაშვილი და მოდი შევცვალოთ მუხლი, დავაბრუნოთ ის მუხლი რაც იყო თავიდან, თუ სხვა მუხლი, ქონების დაზიანების მუხლი და გამოიძიეთ წესიერად ასე. მერე რა უნდა ქნას საკონსტიტუციო სასამართლომ? ამასობაში თუ პატრია აკრძალეს? ეგეთი ჩალით დახურული როგორ არის ეს ქვეყანა? შეიძლება ვინმემ ამიხსნას?“ - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

























