რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - დაიბომბა ხიდები

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - დაიბომბა ხიდები

რუსეთმა კიევს რაკეტების რამდენიმე ტალღით შეუტია, ძლიერი აფეთქებების ხმ მარჯვენა სანაპიროზე, ობოლონისა და ვიდუბიჩის მიდამოებში გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ხიდებზე თავდასხმა განახორციელა.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ მტრის თავდასხმამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სისტემები დააზიანა.

„ზოგიერთ რაიონში წყლისა და გათბობის მიწოდება შეფერხებულია“, - განმარტა მერმა.

სარაკეტო თავდასხმის შესახებ საფრთხე ასევე გამოცხადდა ჩერკასისა და დნიპროს რაიონებში, სადაც ხმამაღალი აფეთქებები ისმოდა.