დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან და პუტინთან ჩემს საყვარელ თემაზე, უკრაინაზე ვისაუბრებთ

სი ძინპინთან და პუტინთან ჩემს საყვარელ თემაზე, უკრაინაზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვისაუბრებთ დენუკლეარიზაციაზე. ასევე, ვისაუბრებთ ირანზე. ვისაუბრებთ ჩემს საყვარელ თემაზე - უკრაინაზე“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის გარდა, ქალაქ შენჭენში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს.
„ჩვენ ჩინეთში მივემგზავრებით, სადაც სი ძინპინს შევხვდებით. ასევე შევხვდებით პრეზიდენტ პუტინს. შესაძლოა, კიმ ჩენ ინსაც. ასე რომ, ეს კარგი იქნება. შანსი გვაქვს, ბევრს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

























