გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ - არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი - „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო

გრიგოლ გეგელია - აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ - არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი - „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო

აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ - არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი, „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი აი, იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ხუთგვერდიანი ბრალდება „რეალობასთან და ქვეყნის ისტორიასთან კავშირს მოკლებული პროზაული ტექსტია“.

„აბსურდის თეატრის გაგრძელებას ვუყურებთ. არ არსებობს არანაირი სამხილი, არანაირი არგუმენტი. „ქართული ოცნება“ არის ძალიან დიდ შარში მოხვედრილი აი, იმ საკმაოდ უხარისხო სარჩელის დაწერის გამო. საკმარისია, ნებისმიერმა ადამიანმა, არაიურისტმა წაიკითხოს ეს ხუთგვერდიანი ბრალდება, რომ დაინახოს - ეს არის სრული ნონსენსი, აბსოლუტურად ყოველგვარ აზრს, სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ კეთილსინდისიერ აზრს მოკლებული პროზაული ტექსტი, რომელსაც არანაირი საერთო არ გააჩნია რეალობასთან, ამ ქვეყნის ისტორიასთან, რომელიც ამავე დროს ძალიან უხარისხოდ არის დაწერილი და შეიცავს მთელ რიგ წინააღმდეგობებს „ქართული ოცნებისავე“ პოლიტიკურ ლოგიკასთან და განცხადებებთან. ეს ყველაფერი იქნება მხილებული ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩვენი მაღალკომპეტენტური იურისტების გუნდის მიერ“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.