სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულები, დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულები დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
მანამდე, დავით ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ მრავლობითი მოტეხილობა და დაზიანება აქვს და საჭიროა რეაბილიტაცია გაიაროს, რომლის საშუალებაც ციხის პირობებში არ არსებობს.
დავით ფეიქრიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























