ილია თოფურია - არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია - სრული ლაჩრების ჯგუფი

ილია თოფურია - არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია - სრული ლაჩრების ჯგუფი

არსებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყვნენ. ამის შესახებ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში წერს.

თოფურია მათ ლაჩრების ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ სირცხვილია.

"არსებული ინფორმაციით, უსმანი [ნურმაგომედოვი] დააკავეს, იმ ლაჩრებთან ერთად, ვინც მასთან ერთად იყო.

და ეს იგივე ხალხია, ვინც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავს? რა სირცხვილია. სრული ლაჩრების ჯგუფი.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის პიროვნებების ჯგუფი იყავით. ახლა ყველანაირი ეჭვი გაფანტეთ.

ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა სიტყვები არაა, რომლებსაც ქადაგებ. ეს ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. და თქვენ არც ერთი მათგანი არ გამოაჩინეთ”, - წერს თოფურია.

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.