შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, ცერემონიას ესწრებოდნენ თავად გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ასევე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„საძირკვლის კურთხევის წესი ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.

ტაძრის მშენებლობის გადაწყვეტილება შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღეს. პროექტი საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ტაძარს განსაკუთრებული სულიერი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ექნება და ერთიანობის, თანადგომისა და დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემის სიმბოლოდ იქცევა“,- წერს გოჩა ენუქიძე.