ვოლოდიმირ ზელენსკი - იმედი მაქვს, ზამთარში ახალ ანტიბალისტიკურ სისტემას - პირველ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემას - გამოვცდით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ახალ ანტიბალისტიკურ სარაკეტო სისტემა FREYJA-ს ზამთარში გამოცდიან.
დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენთან ერთობლივი ბრიფინგის დროს ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა რიგი ახალი პროექტებისთვის, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს.
„FREYJA - ვცდილობთ, ძალისხმევა ანტიბალისტიკურ სისტემაზე მუშაობაზე მივმართოთ. ამ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობა არ შეგვიძლია. ძალიან მადლიერი ვართ დანიის მრეწველობისა და სხვა პარტნიორების. იმედი მაქვს, რომ ზამთარში ახალ ანტიბალისტიკურ სისტემას - პირველ ევროპულ ანტიბალისტიკურ სისტემას - გამოვცდით. იმედი მაქვს, გარკვეულ შედეგსაც მივიღებთ. ეს ყველა ჩვენგანისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























