აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა

აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე დღეს რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

როგორც რუსული მედია წერს, შესაძლოა, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ მოგვიანებით განცხადება გაავრცელოს.

ცნობისთვის, გუშინ, მოლაპარაკებების პირველ დღეს, მხარეებს შორის შეხვედრა დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.