დაჯი კოვზირიძე ლაშა ხუციშვილს - თუ 800 ათასზე მეტი პენსიონერისთვის 200 ლარი ვერ დაგიმატებიათ, ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თუ დავიქცევით და ქვეყანა დაიქცევა, რისთვის იზრდება ეკონომიკა?!

დაჯი კოვზირიძე ლაშა ხუციშვილს - თუ 800 ათასზე მეტი პენსიონერისთვის 200 ლარი ვერ დაგიმატებიათ, ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თუ დავიქცევით და ქვეყანა დაიქცევა, რისთვის იზრდება ეკონომიკა?!

თუ 800 ათასზე მეტი პენსიონერისთვის 200 ლარი ვერ დაგიმატებიათ, ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თუ დავიქცევით და ქვეყანა დაიქცევა, რისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?!- ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მოსახლეობის ერთ მეოთხედს შეადგენენ პენსიონერები და „მათთვის არ ემეტებათ არაფერი“.

„პენსიების გაზრდის მოთხოვნას უწოდებთ პოპულიზმს, წარმოუდგენელია თქვენგანაც კი! პენსიონერებს დაუმატოთ 200 ლარი წამლისთვის, ამაზეა საუბარი. თუ 800 ათასზე მეტი პენსიონერისთვის 200 ლარი ვერ დაგიმატებიათ, ვისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! თუ დავიქცევით და ქვეყანა დაიქცევა, რისთვის იზრდება ეს ეკონომიკა?! მილიარდზე მეტი ლარი რომ აპატიე და ჩამოაწერე ენერგო კომპანიებს, მაშინ არ დაიქცა ეს ეკონომიკა?! მოსახლეობის ერთი მეოთხედი პენსიონერია და მათთვის არ გემეტებათ არაფერი“,- აღნიშნა დაჯი კოვზირიძემ.