ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

შემთხვევა ხაშური-ოსიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი წყალმზიდ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილში მყოფმა ოთხმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტომობილის ორი მგზავრი

ადგილზევე დაიღუპა. ერთი, 19 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. ავტომობილის მძღოლი კი ასევე სამედიცინო დაწესებულებაში, შედარებით მსუბუქი დაზიანებებითაა მოთავსებული.

ოთხივე მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდანაა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.