“საფარის“ ინფორმაციით,  მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

“საფარის“ ინფორმაციით,  მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მასწავლებელს, რომელიც მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალურად ძალადობდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საფარი“ ავრცელებს.

„მოსამართლემ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო მასწავლებლის მხრიდან მცირეწლოვან მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის საქმეზე - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი, რომელიც დაზარალებულს სამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ეხმარებოდა“, - წერია საფარის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან.