დავით მათიკაშვილი ოპოზიციურ პარტიებზე - ისინი ცდილობენ პროცესის გაჭიანურებას, ტყუილი ნარატივით საზოგადოების მოტყუებას, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარა ანტიკონსტიტუციურობა იმ ქმედებებისა, რაც ამ პარტიებს აქვს ჩადენილი

ისინი ცდილობენ და ეცდებიან პროცესის გაჭიანურებას, ტყუილი ნარატივით საზოგადოების მოტყუებას, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარა და ცალსახაა ანტიკონსტიტუციურობა იმ ქმედებებისა, რაც ამ პარტიებს აქვს ჩადენილი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვის განახლებას.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ იმედოვნებენ, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაადგენს პოლიტიკური სივრციდან არაკონსტიტუციური, დანაშაულებრივი, ე.წ. პარტიების, სინამდვილეში კი აგენტურის გასვლას“.
„ქართული ნიურნბერგის პროცესი, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს არაკონსტიტუციურ პარტიათა აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვით, შემდეგ ეტაპზე გადავიდა - კითხვა-პასუხის ეტაპზე. ისევ იგივე ნარატივი, ჩანს მოპასუხე მხარისგან, რომელსაც საპასუხო რეალურად არგუმენტირებული პასუხის თვალსაზრისით არაფერი არ გააჩნიათ. ისინი ცდილობენ და ეცდებიან პროცესის გაჭიანურებას, ტყუილი ნარატივით საზოგადოების მოტყუებას, თუმცა ამ შემთხვევაში აშკარა და ცალსახაა ანტიკონსტიტუციურობა იმ ქმედებებისა, რაც ამ პარტიებს აქვს ჩადენილი, სინამდვილეში აგენტურას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” საქართველოს კონსტიტუციის, მისი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. რა ფორმით შეეცდებიან ისინი თავი დაიცვან ამ უმძიმესი ბრალდებებისგან, წარმოუდგენელია, რადგანაც ასეთი არგუმენტი პრაქტიკულად ბუნებაში არ არსებობს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დაადგენს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან არაკონსტიტუციური, დანაშაულებრივი, ე.წ. პარტიების, სინამდვილეში კი აგენტურის გასვლას იმისთვის, რომ დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ შეფერხდეს”, - განახადა მათიკაშვილმა.

























