რუსული მედია - ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

რუსული მედია - ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ასევე, ლუკაშენკო 11 ნოემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) საბჭოს სხდომას დაესწრება.

ОДКБ-ის კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.